რუსეთი

ვოლოდინი: ბასტრიკინმა რუსი ხალხი შეურაცხყო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის ირონიულ სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის კრიტიკა მოჰყვა.

"დეპუტატებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ირჩევენ, მან ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა." – თქვა ვოლოდინმა ბასტრიკინის სიტყვებთან დაკავშირებით.

აქამდე ბასტრიკინმა, საემიგრაციო პოლიტიკის კრიტიკის დროს, რუსეთის სახელმწიფო დუმას "სახელმწიფო დურა" უწოდა. дура რუსულად სულელს ნიშნავს.

"ძალიან მსურს ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი სახელმწიფო დურა." – თქვა ბასტრიკინმა.

კომენტარები