ინდოეთი

ინდოეთში აეროპორტის სახურავის საყრდენის ჩამოშლას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ძლიერი წვიმების შედეგად აეროპორტის სახურავის საყრდენი ჩამოიშალა, რასაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. 

როგორც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, აეროპორტის პირველ ტერმინალთან სახურავის ერთ-ერთი საყრდენი ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგომ რამდენიმე ავტომობილს დაეცა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა, დაზიანებული ტერმინალიდან კი ყველა ფრენა დროებით შეჩერდა.

ინდოეთის ფედერალური ავიაციის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შედეგად დაღუპული ადამიანის ოჯახი 2 მილიონ რუპიას ($24 000) მიიღებს, დაშავებულები კი 300 000 რუპიას ($3 600) მიიღებენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის აეროპორტში არსებული მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, ასევე, ადგილზე მიმდინარეობს სახურავის სხვა საყრდენების შემოწმება, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ინციდენტები.

კომენტარები