საქართველოს პარლამენტი

იონათამიშვილი ანტი-ლგბტ კანონზე: ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვისაა ნაკარნახევი

დღეს მე მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად.

ეს ინიციატივა ერთგვარი ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვის არის ნაკარნახევი, ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ვმუშაობდეთ ისეთ ინიციატივებზე კანონშემოქმედებითი საქმიანობის დროს, რაც ნაკარნახევია ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ჩვენ უნდა ვასრულებდეთ მათ დაკვეთას და ინტერესებს. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან მაღალი კონსენსუსი.

ამბობს რატი იონათამიშვილი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. 

კომენტარები