გერმანია

Il Messaggero: გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Messaggero ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს მამაკაცი აედევნა და საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში თავს დაესხა, გააუპატიურა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ინტენსიური გამოძიება მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობის საფუძველზე აწარმოეს, პარალელურად კი კამერებიდან კადრები ამოიღეს და სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო.

სასამართლო ხელისუფლებამ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები