არჩევნები 2024

მეზვრიშვილი: უნდა ვისაუბროთ არჩევნების დაცვაზე – ვიზიარებთ პრეზიდენტის რეფორმების ხედვას

პირველ რიგში ჩვენ თუ არ ვისაუბრებთ არჩევნების დაცვაზე, ყველაფერი დაგვრჩება გვერდით, დღევანდელი წინასაარჩევნო გარემო არ არის არც 2020-ის და არც 2021-ის მუნიციპალური არჩევნების წინასაარჩევნო გარემო. 

ინსტიტუტები, რომლებსაც უნარი აქვს, რომ დაიცვას არჩევნები, რუსული კანონით პირდაპირ ჰყავს მიზანში ამოღებული [ხელისუფლებას] სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედია. ძალიან არაორდინარული ვითარებაა. 

დაცვას აქვს რამდენიმე განზომილება და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

პირველი ეს არის მაღალი მონაწილეობის ადვოკატირება - რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ, მიახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო 2012 წელს და მაღალმა მონაწილეობამ შედეგი გამოიღო. რეგიონებში როდესაც დადიან პარტიის წარმომადგენლები, ამაზე ვმუშაობთ. 

მეორე, ეს არის თვითონ არჩევნების დაცვის ადვოკატირება - ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე მივლენ, გვინდა გავაგებინოთ, რომ მხოლოდ მისვლა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია დაცვის პროცესში მონაწილეობა და ამის ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს. 

მესამე, შექმნილი გვაქვს საარჩევნო ჯგუფი პარტიაში, რომელიც მუშაობს მტკიცებულებების მოგროვებაზე, დარღვევების მონიტორინგზე ინსტიტუციურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სად შეიძლება ეს დარღვევები აღმოვაჩინოთ. 

მეოთხე, მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. რეგიონებში განსაკუთრებით პროპაგანდის ნაწილი არის მნიშვნელოვანი პრობლემა და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. 

[...] სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის რეფორმების ხედვას, ბევრ რამეში არის აქ თანხვედრა. აქ არის მთავარი ამოცანა, კოალიციურ მთავრობასთან ერთად, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას. 

თქვა საქართველოსთვის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - ისაუბრე.

კომენტარები