ნიკა გვარამია

გვარამია: აშშ-ს ელჩის განცხადება არის ძალიან მძიმე და ხისტი, სანქციებს უნდა ველოდოთ EU-სგანაც

აშშ-ს ელჩის განცხადება არის ძალიან მძიმე და ხისტი და სანქციების პირველი პაკეტი უკვე დადასტურებულად განხორციელებულია, რაც ელჩისგან მოვისმინეთ. ასევე მძიმე განცხადება იყო ესტონეთის ელჩისგან, რომელიც ზოგადად მოზომილი ადამიანია, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის სანქციებსაც უნდა ველოდოთ. 

ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხი კი არ ისჯება, მაგრამ ისჯება მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ კურსს ატარებს და საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ იქცევა ასე.

ნებისმიერ შემთხვევაში გარედან ზეწოლა არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი ცვლილებები არის ჩვენზე, ქართული ოცნება და დასავლეთი ერთად არ გამოგვივა, ამიტომ უნდა შევცვალოთ ოქტომბერში ეს ხელისუფლება აუცილებლად, თუ გვინდა რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს, დასავლური სამყაროს ნაწილი. 

თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გაკეთებულ განცხადებებზე. 

აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.

კომენტარები