წყალმომარაგების შეზღუდვა

GWP-ს დირექტორი: სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება, ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ

24-საათიან რეჟიმში მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ იმ პუნქტს, სადაც დაზიანებული მონაკვეთია, სამუშაოების დაწყებიდან საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მონიტორინგთან, რომელიც ჩვენს კონტრაქტორებთან მუშაობს.

ჩვენი პრიორიტეტია, სამუშაოები მაქსიმალურად მალე დასრულდეს, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ, თუმცა, სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.

ამბობს ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოსი წიწამურთან დაზიანებულ მილსადენზე, რომლის გამოც, თბილისის 60 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება მესამე დღეა შეზღუდული აქვს.

გამოყენებულია TV იმედის თარგმანი, რომელსაც თავად წყალმომარაგების კომპანიაც ავრცელებს.

კომენტარები