ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ცნობილია - ეს არის ერთიანი სია, სრული ერთობა...
ეს არ არის ჩვეულებრივი, ნორმალური არჩევნები, ეს არის ნამდვილად ერთგვარი რეფერენდუმი. ივანიშვილმა რუსული კანონის რეინიცირებით ეს არჩევნები დანამდვილებით აქცია რეფერენდუმად, არჩევანი არის რუსეთსა და ევროპას შორის და, მნიშვნელოვანია ამგვარი სიცხადის შეთავაზება მათ შორის ამომრჩევლისთვის, ვფიქრობთ, რომ ეს სიცხადე შეგვიძლია შევიტანოთ სწორედ ერთობით...
ეს არჩევნები იქნება ძალიან ძალადობრივი, ხმების დაცვას გაცილებით უკეთ შევძლებთ ერთობლივად, გაცილებით უფრო მეტად შევძლებთ რესურსების ოპტიმიზაციას თუ გვექნება ერთიანი ფრონტი. დღესაც შევხვდი ენმ-ის ყველა რაიონულ თავმჯდომარეს და აბსოლუტურად ყველა ამბობს იმას, რომ დღეს რასაც ისინი ისმენენ ხალხისგან, და შესაბამისად, რაც არის დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა, არის სწორედ სრული ერთობა, ერთიანი ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ და ისინი თვლიან და მეც ასე ვთვლი და ამას აჩვენებს ის სოციოლოგიაც, რაც არსებობს ამ დრომდე, რომ ეს არის ნამდვილად გამარჯვების ფორმულა.





