მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. საქართველოს ევროკავშირისგან წარმოდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად შესრულდება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ EU-სთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე - უკრაინაზე, მოლდოვაზე, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა - მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება.
tbl.ge/6tbf
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




