ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.
მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.





