საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო უარყოფს, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იგეგმება

უკრაინის ომის პროპაგანდისტული პოსტერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.
ALEXANDER NEMENOV/AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს მთავარი არხის ცნობა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იგეგმება.

რუსეთის საგარეო უწყებამ მთავარი არხის ცნობას ჭორი უწოდა.

"საქართველოს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ სხვადასხვა ჭორებზე კომენტარის გაკეთების აზრს ვერ ვხედავთ." – თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-სთან საუბარში.

აქამდე მთავარმა არხმა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლება და მიმდინარეობდა საელჩოს თანამშრომლების შერჩევა.

კომენტარები