სომხეთი

ერევანში მდებარე ერთადერთ სინაგოგას ოქტომბრის შემდეგ თავს მეოთხედ დაესხნენ

ერევნის ებრაელი საზოგადოების ინფორმაციით, 10 ივნისს სომხეთის დედაქალაქში არსებულ ერთადერთ სინაგოგას თავს დაესხნენ. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Yerevan Jewish Home ავრცელებს.

ერევნის ებრაული საზოგადოების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სინაგოგის ერთ-ერთ ფანჯარას. სომხეთის ხელისუფლებამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე რელიგიური თემის ცენტრის განზრახ დაზიანების ფაქტზე.

ოქტომბრის შემდეგ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ერევნის სინაგოგას თავს ესხმიან.

ამ დრომდე არ უპოვიათ თავდამსხმელები, რომლებმაც სინაგოგის დაწვა სცადეს. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, საუბარია რუს ტურისტზე. შესაბამის უწყებებს ამ საკითხზე მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

კომენტარები