ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო. უწყებამ განცხადება საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა.
"ესტონეთი გმობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს.ის არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - წერს ესტონეთის საგარეო უწყება.





