სომხეთი

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი: რუსეთთან დიალოგი საჭიროა

ბაგრატ გალსტანიანი 2024 წლის 9 მაისის საპროტესტო აქციაზე.
სპუტნიკი  

მოძრაობა ავუში სამშობლოს სახელით ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანის მიიჩნევს, რომ სომხეთმა რუსეთთან ურთიერთობა უნდა განაახლოს.

ოპოზიციის ლიდერის აზრით ორი ქვეყანა ახალ დიალოგს საჭიროებს:

"რა თქმა უნდა რუსულ მხარესთან ბევრი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც ნორმალიზაციას საჭიროებს. ჩვენი თანამშრომლობა ღრმა დიალოგსა და ურთიერთგაგებას საჭიროებს. ამ ეტაპზე ჩვენ ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველა საკითხი ურთიერთგაგებითა და დიალოგით უნდა მოვაგვაროთ".

ტავუშელი მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერია, რომელიც სომხეთის პრემიერმინისტრის არჩევნებზე კენჭს ყრას გეგმავს.

კომენტარები