აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

ჰელსინკის კომისია: კონგრესში MEGOBARI აქტის მომენტუმი იზრდება

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ის ჰელსინკის კომისია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI აქტზე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. კომისიის მიხედვით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტის მიმართ კონგრესში მხარდაჭერა იზრდება. 

"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI აქტის მომენტუმი იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით ახალ ინიციატორებს: თანათავჯდომარეებს, ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს, დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაილოულერს" – წერია განცხადებაში.

"MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.

MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები 

ამასთან ერთად, რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. 

აშშ ამბობს, რომ ეს არის სანქციების პირველი ტალღა. 

რა ვიცით ოცნებისთვის დაწესებულ სანქციებსა და სანქცირებულ პირებზე?

კომენტარები