აშშ-ს ჰელსინკის კომისია აქვეყნებს MEGOBARI Act-ის მთავარ დებულებებს.
MEGOBARI Act-ის მთავარი დებულებებია:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი აცხადებს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
ეხმაურება დემოკრატიულ უკუსვლას: საქართველოში ბოლო პერიოდის დემოკრატიული უკუსვლის პასუხად აქტი აკეთებს მოწოდებას გაიზარდოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისა და მათი რუსეთთან და ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირის კონტროლი.
ანგარიშების მომზადება და სანქციები: აქტი იძლევა [დამნაშავეთა] პასუხისგებაში მიცემისთვის რამდენიმე ანგარიშის შემუშავებას: რუსეთის ინტერესებისა და სანქციების არიდების მხარდასაჭერად არასათანადო გავლენებისა და სანქციების არიდების კორუფციული პრაქტიკის ცნობებთან დაკავშირებით; რუსეთის დაზვერვის ხელჩასაჭიდებზე: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასებაზე; ქართველი პირების სანქცირებაზე: საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი პირების დადგენასა და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის შეზღუდვების დაწესებაზე.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: სამუშაო ჯგუფი შეიქმნეა საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისთვისა და წახალისებისთვის, განსაკუთრებით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის შემდეგ აქტი ხაზს უსვამს აშშ-ს მეტ მხარდაჭერას.
"MEGOBARI ქართულად მეგობარს ნიშნავს. მოხარული ვარ, რომ შემოგვიერთდნენ კონგრესმენი სტივ კოენი, რიჩარდ ჰიუდსონი და მარკ ვისი ჩვენი მეგობრების, იმ ქართველების გვერდით დგომაში, რომლევი გმირულად მუშაობენ საქართველოს თავისუფლებისა და ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად". - გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აქტის ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ შემუშავებული "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.