სომხეთი

ერევანთან ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა, არიან დაშავებულები

ერევნის მახლობლად აფეთქებული ბენზინგასამართი სადგური
MK.ru

ერევანი-სევანის ავტომაგისტრალზე, ქალაქ აბოვიანთან ახლოს ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა

"911 სამსახურში მრავალმა მოქალაქემ დარეკა და შეგვატყობინა ერევანი-სევანის ტრასაზე აფეთქებული ბენზინგასამართი სადგურის შესახებ. აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სამსახური გავიდა". – წერია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის დაშავებულია 5 ადამიანი, ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.

ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაცია არ მოხერხდა, როგორც ადგილობრივ მედიებში წერენ, შესაძლოა განმეორებითი აფეთქება მოხდეს.

კომენტარები