სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის მოთხოვნით, ტვ პირველის ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერდა

ტვ პირველის საინფორმაციო განყოფილების დირექტორის, ნოდარ მელაძის ცნობით, ივანიშვილის დეპუტატის, ხალხის ძალის წევრის, სოზარ სუბარის მოთხოვნით, ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა.

პარლამენტის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად დასახელებულია ის, რომ მან პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, არ შეწყვიტა ვიდეოჩაწერა.

გუშინ, 4 ივნისს პარლამენტმა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერა. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. პარლამენტის მიერ ფორმულასთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო გაუუქმდა.

3 მაისს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ერთი თვის ვადით აუკრძალეს მთავარი არხის ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძესაც. აკრედიტაციის გაუქმების მიზეზი აქაც ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა გახდა. 

კომენტარები