რუსული კანონი

დაღალე რეჟიმი! – ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

დაფიონი

ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი ავრცელებს.

"ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.

გელოდებით პარლამენტის წინ!" - წერს დაფიონი აქციის აღწერაში.

28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები