უკრაინული მედიის ცნობით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 31 მაისის ღამეს კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანეს.
ხარკოვში რამდენიმე ჭურვი 5-სართულიან, დასახლებულ კორპუსს მოხვდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, მოგვიანებით ნანგრევებში იპოვეს კიდევ 2 დაღუპული. დაშავებულია ათობით მშვიდობიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
კიევზე იერიშის შედეგად, 120 კვადრატული მეტრის რადიოსში ცეცხლი გაჩნდა, შედეგად დაზიანდა ტექნიკური მომსახურების სადგური, ავტოსამრეცხაო, 6 მსუბუქი ავტომობილი და საწყობი. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





