რუსული კანონი

არ გაჩერდება ხალხის მდინარე! – ხვალ, 31 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

ხვალ, 31 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორაციას ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი ავრცელებს.

"არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!" - ნათქვამია აქციის აღწერაში.

28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები