რუსული კანონი

რიჟვაძე: მადლობას ვუხდი დეპუტატებს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად, მიიღეს კანონი

მსურს, გამოვეხმაურო პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად შეძლეს, მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. 

ქართველ ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება, იცოდეს ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც ყველა უცხოურ ინტერესს ატარებენ - დადებითს თუ უარყოფითს. შესაბამისად, მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდება ამ კანონის მნიშვნელობაში და შეუძლებელია, რომ გამჭვირვალობა შეუსაბამო იყოს ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან.

თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები