საქართველო-აშშ

მილერი: საქართველოს დახმარების გადახედვა გვიწევს, თუ მთავრობას მოწინააღმდეგეები ვგონივართ

როცა [ვიზის შეზღუდვებს] ვაცხადებთ, ეს გამოცხადებები საჯარო არაა. ასე რომ, შეიძლება ვერ გაიგოთ, როდის დავაწესებთ სავიზო შეზღუდვებს, რადგან ფედერალური კანონით კონფიდენციალურია. თუმცა, ცხადად ვთქვით, ვიზის შეზღუდვის ხუთშაბათს გამოცხადებული პოლიტიკა არაა ერთადერთი, რაც საქართველოს ქმედებების შედეგად შეიძლება შეიცვალოს. როგორც მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] ხუთშაბათს გამოაცხადა, ჩვენ ვატარებთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარის დახმარებას ვუწევთ სამხედრო დახმარებისთვის, ეკონომიკური განვითარების პროექტებისთვის, ინსტიტუციების შენებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერს გადავხედოთ თუ საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ პარტნიორებს აღარ აღიქვამს პარტნიორებად და მოწინააღმდეგეებად მიაჩნია.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები