Українська правда უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა დრონმა 26 მაისს იერიში რეკორდულ მანძილზე მიიტანა.
მედიის მიხედვით, სამიზნეს წარმოადგენდა შორი სამიზნეების აღმომჩენი რადიოლოკაციური სადგური Воронеж М-ი, რომელიც უკრაინისგან 1 800-ზე მეტი კილომეტრითაა დაშორებული და ორნებურგის ოლქის ქალაქ ორსკთან, ყაზახეთის საზღვრის მიმდებარედაა განთავსებული.
"უკრაინულმა უპილოტო აპარატმა გადალახა 1 800 კილომეტრზე მეტი მოწინააღმდეგის სამიზნემდე მისაღწევად, რითაც კამიკაძე დრონების სამიზნის დიაპაზონის ახალი რეკორდი დაამყარა." – თქვა უკრაინულ მედიასთან წყარომ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების დადგენისთვის მუშაობა მიმდინარეობს.
აქამდე რუსული მედიები წერდნენ, რომ ორსკის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და მისი მიზანი შესაძლოა სამხედრო ობიექტი ყოფილიყო.
აქამდე ყველაზე შორს მდებარე სამიზნე, რომელზეც უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს, ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქი სალავატი იყო, რომელიც უკრაინის საზღვართან 140 კილომეტრით უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე ქალაქი ორსკი.





