რუსული კანონი

წილოსანი მსხილაძეს: უჩას კადრების ეფექტია განხორციელებული თქვენზე?

ნინო წილოსანი/გიორგი მსხილაძე

"უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული?" - ასე მიმართა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე უმრავლსეობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს. 

"ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ გადაწყვეტილი აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული?" - თქვა წილოსანმა. 

სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან. 

 

 

კომენტარები