რუსული კანონი

საქართველოს მომავალი ევროპაშია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე პოსტს ტოვებს

მირზა გელაშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე დაწერა.

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე - მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს გელაშვილი.

24 მაისს გიორგი კაკაურიძემ, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ რუსული კანონის შეცვლა მიზანშეწონილია და მისი ამ ფორმით ძალაში შესვლას ბევრი დასავლური ორგანიზაცია და ქვეყანა ეწინააღმდეგება.
 
"ხელისუფლების კურსი არის, იყო და ყოველთვის უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ახლა დაველოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს" - თქვა გიორგი კაკაურიძემ. 

კომენტარები