რუსული კანონი

მიზანშეწონილია შეიცვალოს – ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსულ კანონზე

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, მიზანშეწონილია რუსული კანონის შეცვლა, რადგან "მისი ამ ფორმით ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ქვეყანა".

"ხელისუფლების კურსი არის, იყო და ყოველთვის უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ახლა დაველოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

[კანონის] ამ ფორმით ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, ქვეყნები. ამიტომ, საუბარი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან იმაზე, რომ დიალოგით შესაძლებელია, პრობლემური საკითხები შეიცვალოს.

[...]გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა პრობლემური საკითხები თუ არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს [...]". - თქვა კაკაურიძემ.

კომენტარები