რუსული კანონი

სამოქალაქო აქტივისტ ლუკა შველიძეს 4 პირი თავს დაესხა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტსა და სამოქალაქო აქტივისტ, ლუკა შველიძეს 4 პირი თავს დაესხა - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ტიტე შველიძე ავრცელებს

"კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში (ეგრე მიდიან ლაჩრულად, 4 ან 5 ერთზე), ლუკა თავს კარგად გრძნობს, მოახერხა თავის დაცვა, მაგრამ ფაქტია არ ჩერდებიან ეს ნაბიჭვრები". - წერს შველიძე. 

აღსანიშნია, რომ ლუკა შველიძეს, როგორც რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ბოლო დროს წამოწყებული ძალადობრივი კამპანიის ფარგლებში უცხო ნომრიდან ურეკავდნენ - ეს ფაქტი მან სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა.

კომენტარები