ახალგაზრდები ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს ქმნიან. ეს ჩვენ თვალწინ იბადება. დღესაც ამას ვხედავდი ახალგაზრდების თვალებში, გამომეტყველებასა და უნარში, რომ იყვნენ მტკიცე, ძლიერი და ამავე დროს აბსოლუტურად მშვიდობიანი და რაც მთავარია, მხიარულები.
არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი - საქართველო საით მიდის. მართლაც ცივილიზებული, ევროპული, თანამედროვე, დღევანდელობისკენ - იქით, საითაც უნდა მიდიოდეს ყველა ჭეშმარიტი და ასეთი დიდი ისტორიის მქონე და დემოკრატიისადმი მიდრეკილი ერი თუ პირიქით, შეიძლება, საბჭოთა წარსულში დავბრუნდეთ.





