რუსული კანონი

დღეს, რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება

დღეს, 13 მაისს რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება. 19:00 საათზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით წავლენ.

"სტუდენტები ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. 

ვიკრიბებით, რომ:

  1. ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!
  2. ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!
  3. ვუთხრათ - არა ძალადობას!
  4. ვუთხრათ - კი ევროპას! 

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია, ვერ შეგვაშინებთ". - წერია სტუდენტების განცხადებაში. 

კომენტარები