რუსული კანონი

ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – Alte-ს სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

alte university

ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში - ინფორმაციას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს.

"ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა - სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული და სწრაფვა ევროპული მომავლისაკენ.

უკანასკლელ დღეებში, და არა მარტო, განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მთავარ, მრავალსაუკუნოვან, ეროვნულ მისწრაფებას, - ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი ნაწილი, საფრთხე შეექმნა. ალტეს თვითმმართველობა ყოველთვის იდგება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, შესაბამისად ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში" - წერია თვითმმართველობის განცხადებაში.

კომენტარები