პუტინის რუსეთი

რუსეთის დუმამ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცა

მიხაილ მიშუსტინი
Reuters

დუმამ რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე (პრემიერმინისტრის ანალოგი რუსეთში) მიხაილ მიშუსტინი აირჩია. პოლიტიკოსმა თანამდებობა მეორედ დაიკავა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 432-მა დეპუტატმა მიიღო. მომხრე – 375, წინააღმდეგი – 0, თავი შეიკავა – 57.

მიშუსტინმა, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, პოსტი 7 მაისს, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა. პარლამენტში კენჭისყრამდე მიშუსტინს რეკომენდაცია მე-5-ედ არჩეულმა პუტინმა გაუწია.

მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი პირველად 2020 წელს დაიკავა. 2010-2020 წლებში მიშუსტინი საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები