ქართული ოცნება მის აქტივს, როგორიც არიან ზონის ხელმძღვანელები, საარჩევნო უბნის ხელმძღვანელები და კოორდინატორები, დაავალებს მათ სამეზობლოში და უბანში ამბავი მიიტანონ. ანუ, ე.წ. დანოსი გააკეთონ მათ მეზობლებზე, უბნებელებზე რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართულ ოცნებას. ანუ განსხვავებული აზრის ადამიანებზე მათ პარტიულ აქტივს მიატანინებენ ინფორმაციას ქართულ ოცნებაში. ფაქტობრივად, პაპუაშვილმა უბნის კოორდინატორები უბნის აგენტებად გამოაცხადა. მივმართავ ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც არიან პარტიულ სტრუქტურებში კოორდინატორებად, ზონის ხელმძღვანელებად ან უბნის ხელმზღვანელებად, არ შეასრულონ პაპუაშვილის და ქართული ოცნების მითითება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქმედებები საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს და საზოგადოებას მოვუწოდებ, მოერიდონ ქართული ოცნების კოორდინატორებს, რადგან ეს ადამიანები დღეს პაპუაშვილმა უბნის აგენტებად გამოაცხადა.
რუსული კანონი
დონაძე: ქართული ოცნება მის აქტივს მეზობლებსა და უბნელებზე ე.წ. დანოსების გაკეთებას ავალებს
tbl.ge/6s2d
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე. ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით დაიწყებენ მონაცემთა ბაზის შექმნას, "სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




