კობახიძე: გუშინდელი ძალადობრივი აქცია სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით წარიმართა

რაც შეეხება გუშინდელ ძალადობრივ აქციას, რომელიც სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა, მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცველების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის, მათ შორის შუშის ბოთლების და ქვების სროლით.

პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ქმედებების გამო, აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთს აღენიშნებოდა თვალ-ბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია.

ასევე, გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილი იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ.

რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას, თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა, იწონებდა ძალადობას, აქეზებდა ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას, ძალადობდა სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როდესაც მათ სხვადასხვა უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებდნენ...

ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევაზე.

კომენტარები