რუსული კანონი

ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებს ევროკავშირი ჰგონიათ საბჭოთა კავშირი

ჩვენ მივისწრაფით დასავლური ცივილიზაციისკენ. შესაბამისად, სწორედ ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კონსტიტუციურ რანგში ავიდა საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გულისხმობს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ.

ჩვენთვის ევროპული ღირებულება არის მათ შორის დემოკრატია, ხოლო დემოკრატია გულისხმობს ჯანსაღ დისკუსიას და არგუმენტირებულ საუბარს. და როდესაც, იქნება ეს რომელიმე ქვეყნის ლიდერი, ევროპარლამენტის წევრი თუ სხვა, გამოთქვამს თავის პოლიტიკურ მოსაზრებას, ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვთხოვოთ მათ ამის არგუმენტაცია, და მათ შორის წარმოვადგინოთ საპირისპირო აზრი, რომელიც იქნება არგუმენტირებული.

სწორედ ეს განასხვავებს ევროკავშირს საბჭოთა კავშირისგან და ჩვენს ოპონენტებს, ნამდვილად, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ჰგონიათ საბჭოთა კავშირი. ჰგონიათ, რომ რაც რომელიმე დედაქალაქში ითქმევა, იმის გადათქმა არ შეიძლება. 

სწორედ ეს იყო საბჭოთა კავშირი, ჰო? როდესაც, ვთქვათ, მოსკოვი რაღაცას იტყოდა, იმის გადათქმა იყო წარმოუდგენელი, ნებისნიერ ფასად უნდა შესრულებულიყო და თავად ევროპა არ ეფუძნება ამ ღირებულებებზე, რომ არ შეიძლებოდეს, წარმოთქმულ აზრზე საპირისპირო მოსაზრების წარდგენა.

ჩვენ საპირისპირობასც არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ, უბრალოდ აგვიხსნას ვინმემ, როდესაც გარკვეულ ნიშანს აკრავს, იქნება ეს რომელიმე კანონი თუ მოვლენა, ახსნას თუ რატომ არის.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედზე.

კომენტარები