რუსული კანონი

თალაკვაძე: გუშინ 200 000 შეიკრიბა რუსთაველზე, დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია

გუშინ, 200 000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე და თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია. 

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ რუსთაველზე, მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას, მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა. სამწუხაროდ იყო და რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა, არჩევნების გვერდის ავლით, თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადონ, მონოპოლია ჰქონდეთ ჭეშმარიტებაზე, საჯარო პოლიტიკის შეფასებასა და თავისუფალ აზრზე, ეს იმ პირობებში, როცა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ, მზად არიან ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისას პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები