რუსული კანონი

ღარიბაშვილი 14 სენატორის წერილზე: არასწორი აღქმებით არის განსაზღვრული შინაარსი და პათოსი

რაც შეეხება წერილს, მეც გავეცანი ამ წერილის შინაარს: რა თქმა უნდა, სამწუხარო, რომ არასწორი აღქმებიდან არის გამომდინარე ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. 

მე ერთს დავამატებდი, საჭირო არის გაგრძელდეს  დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რამე უჩვეულოს არ აკეთებს.

გუშინ, 26 აპრილს ამერიკის ხმამ  რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოაქვეყნა აშშ-ს 14 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მწვავე წერილი, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვას ჰპირდებიან.

კომენტარები