რუსული კანონი

კინწურაშვილი რუსულ კანონზე: აბუჩად აიგდეს მოსახლეობა, მოატყუეს და გადააგდეს

მთავარი პრობლემა არის, რომ დაარღვიეს სიტყვა, აბუჩად აიგდეს მოსახლეობა, მოატყუეს და გადააგდეს, ეს პირობა დაიდო, დაიდო და არაერთხელ ხაზგასმით ითქვა.

როგორ შეიძლება, იმ ადამიანებთან შეხვიდე მერე პოლემიკაში, რომელიც გატყუებს, პირდაპირ გეუბნება, რომ შენს აზრს არ ითვალისწინებს და გეუბნება, რომ კონცენტრირება მოახდინე სხვა რამეზე, სხვა დეტალებში ჩაუღრმავდი.

დეტალებში ჩაღრმავება კი არაა პრობლემა, პრობლემაა ეს, მოტყუებული საზოგადოება.

მსახიობი კახა კინწურაშვილი ტაბულასთან საუბარში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე.

კომენტარები