რუსული კანონი

ბურჭულაძე მსახიობების პროტესტზე: ქვეყნის ჯარისკაცები არიან – პატივისცემა ბატონ დავითს

დღეს უნდათ შემოაგდონ, რომ არავინ უნდა იყოს პოლიტიკოსი და ყველამ ვითომ თავისი საქმე უნდა აკეთოს. სამშობლოს სიყვარული პოლიტიკა არ არის, ესაა გული და მოწოდება. ბატონები, ჩვენ უნდა დავიცვათ სამყარო. დიდგორი ან კრწანისი ვინ მოიგო? - ჯარისკაცებმა, არც ერთი არ იყო პოლიტიკოსი. ტატუნაშვილიც არ იყო პოლიტიკოსი, ეგ იყო ჯარისკაცი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები დღეს, განსაკუთრებით მსახიობები იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სცენა და გვყავს პუბლიკა - შეგვიძლია ველაპარაკოთ ხალხს. მე ძალიან მისევალმები ბატონი დავითის [ბეშიტაიშვილი] გამოსვლას, ძალიან კარგი იყო. მე მას არ ვიცნობ, მაგრამ დიდი პატივისცემა მას [...]

დარწმუნებული ვარ, რომ ოცნებასაც და თვითონ ბატონ ბიძინასაც რომ სცოდნოდა, ასეთი წინააღმდეგობა ექნებოდა ამ კანონის ხელახლა შემოგდებას, ნამდვილად არ დაიწყებდა ამას და დაუშვეს დიდი შეცდომა. მიიღებენ ამ კანონს - ძალიან ცუდია მათთვის, გამოიტანენ - ძალიან ცუდია. დღეს გამოსავალი არ აქვთ, მგონი, ბოლომდე მიიყვანენ... ძალიან გამწვავდება პროცესები, ხომ ხედავთ ერთი დაძახებით ბევრი გამოვიდა რუსთაველზე.

თქვა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ TV პირველის ეთერში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობების მიერ გამოხატული პროტესტის ფაქტზე და რუსულ კანონზე საუბრისას. მსახიობმა დავით ბუშიტაიშვილმა, სპექტაკლ "მეფე ლირის" შემდეგ რუსული კანონი გააპროტესტა.

კომენტარები