ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.    

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიას, თოფურიძის, მაჭავარიანის, მუხრანის, გოძიაშვილის, გაბაშვილის და ფარჯიანის ქუჩების მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის და   ხელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.    

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის, ვარდისუბნის, საზანოს, სამეგრელოს, გამარჯვების და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.    

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ჯორჯიაშვილის, ფხოვის და ხიდის ქუჩების მოსახლეობას.    

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბეთანიის, სათემოს, განთიადის, სომხეთის, ერისთავის, ნიაბის, კვესეთის, გალავნის, შორაპნის და გარეკახეთის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები