სენატორო შაჰინ, ვაფასებ რომ ახსენეთ საქართველოს მცდელობები, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და სწორი მიმართულებით სვლას. ეს ნამდვილად არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ. მე დავუკავშირდი მათ ელჩს ჩვენი წუხილის გასაზიარებლად იმასთან დაკავშირებით, რომ ამან შესაძლოა მართლაც მოახდინოს გავლენა საქართველოს მიმართულებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.
tbl.ge/6r3z
დაკოპირდა

სენატორი ბენ კარდინი სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა USAID-ის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს დაუსვა კითხვა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




