ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზაში ისრაელის იერიშს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის 3 ვაჟი ემსხვერპლა – მედია

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია
File: Reuters

გამოცემა Al Jazeera პალესტინურ საინფორმაციო სააგენტო Shehab-ზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშს ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას 3 ვაჟი ემსხვერპლა.

როგორც გამოცემა წერს, თავდასხმა შათის დევნილთა ბანაკზე განხორციელდა და სამიზნეები სწორედ ჰანიას ვაჟები და მათი შვილები იყვნენ.

Al Jazeera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ისმაილ ჰანიას, სულ მცირე, 3 შვილიშვილიც.

IDF-ს იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ჰამასის პოლიტიკურ ლიდერადაა მიჩნეული.

კომენტარები