რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ცნობას, რომ კალინინგრადში რუსული რაკეტმზიდი დაიწვა

რაკეტმზიდი სერპუხოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ცნობით, რუსეთის კალინინგრადის ოლქში, რომელიც ძირითად ტერიტორიას მოწყვეტილია და ბალტიის ზღვის ნაპირზე იმყოფება, ქალაქ ბალტიისკში დაიწვა მოწინააღმდეგის სამხედრო-საზღვაო ფლოტის რაკეტმზიდი.

საუბარია პროექტი 21631 Буян-М-ის კლასის რაკეტმზიდ სერპუხოვზე. ГУР-ის ცნობით, ხომალდზე გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც მწყობრიდან სრულად გამოვიდა მისი საკომუნიკაციო სისტემები და ავტომატიზაცია. უკრაინის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ ხომალდის შეკეთებას დიდი დრო დასჭირდება.

ეს რაკეტმზიდი რუსეთის ფლოტმა 2015 წელს მიიღო. 

განცხადებაში პირდაპირ არაა ნათქვამი, იყო თუ არა ეს უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაცია, თუმცა წერია: "გაგრძელება იქნება".

აქამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კალინინგრადში რაკეტმზიდ სერპუხოვს ხანძარი გაუჩნდა.

კომენტარები