რუსული კანონი

ვოლსკი რუსულ კანონზე: რატომ შეუქმნის უმრავლესობა ქვეყანას პრობლემას, რა ინტერესი აქვს?

არ არსებობს არავის განწყობა ისეთი, რომ თავის საკუთარ ქვეყანას შეუქმნას პრობლემა, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ [კანონის] პროექტზე ვლაპარაკობ. რატომ შეუქმნის პრობლემას, რატომ, რა ინტერესი აქვს? 

დონორებსაც ვთხოვ, მოსთხოვონ დაფინანსების მიმღებებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. რატომ, იცით? - თქვენ სიტყვა არ შეასრულეთო, ტყუილია. ჩვენ, იმის შემდეგ ყოველდღიურად, პარლამენტის თავმჯდომარე, თითოეული ჩვენთაგანი ვსაუბრობთ, შევთანხმდით ყველასთან, ყველა დონორთან. 

გამოვიდა უზარმაზარი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე და თქვა: რასაკვირველია, სწორი ხართო. არ შეიძლება, გამორიცხულია, რომ საზოგაოდებრივმა ორგანიზაციამ მიიღოს ფული და დახარჯოს პოლიტიკაში. ამაზე შევთანხმდით და ვინ ვინ გადააგდო, ეს კიდევ საკითხავია. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე. 

კომენტარები