რუსული კანონი

რუსული კანონის მხარდამჭერ პოსტებს 59 მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აზიარებენ  – აი, ფაქტი

აი, ფაქტი

არასამთავრობო ორგანიზაცია აი, ფაქტის ცნობით, ქართული ოცნების დავალებით, რუსული კანონის მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებენ 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. როგორც ორგანიზაცია წერს, სქემა შემდეგნაირია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტარი ქართული ოცნებიდან. ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში  და მერები. Შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები. 

აი, ფაქტის ინფორმაციით, ჩატში ამბროლაურის მერის მრჩეველი გიგი ნატმელაძე თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და აძლევს მითითებას, რა სახის კომენტარები უნდა წერონ. 

როგორც აი ფაქტი იტყობინება, არასამთავრობო ორგანიზაცია გიგი ნატმელაძეს WhatsApp-ზე ესაუბრა. Როცა ჰკითხეს, თუ რატომ აგზავნის ამბროლაურის ჩატში მითითებებს, უპასუხა, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. 

ქართული ოცნების მიერ გუშინ და დღეს გავრცელებული სამი ვიზუალური მასალა ფეისბუქმა მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკა, პოსტზე განთავსებული ტექსტი აღარ ჩანს. 

კომენტარები