რუსული კანონი

გრიგორიადისი რუსულ კანონზე: წელს ფოკუსი უნდა გვქონდეს არჩევნებისკენ – მთავრობის შეცვლაზე

ვერ გავუსწრებ მოვლენებს და ვერ ვიტყვი რა იქნება, რუსული კანონის წინააღმდეგ როცა გამოვალთ, მაგრამ აშკარად ჩანს ამათი მოტივაცია, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ, კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. ხელს არ უწყობენ ქვეყანას, რომ ევროპული მიმართულება აიღოს. [...]

ამას [რუსულ კანონს] რომ უკან დააბრუნებდნენ ეგ მოლოდინი არ მქონდა ნამდვილად. მეგონა, რომ სხვა, ალტერნატიულ გზებს იპოვიდნენ, მაგრამ ესე პირდაპირ რომ შეტევაზე გადმოვიდოდნენ, ნამდვილად არ მეგონა. [...]

ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არაფერზე არასდროს უკან არ დაიხიონ, სულ იარონ წინ და ყველაფერი კარგად იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც პერიოდი შეიძლება ჩავარდნები გქონდეს, მაგრამ დროებითია ყველაფერი. სულ წინ ვიაროთ და უკეთესობისკენ ვეცადოთ რომ შევცვალოთ რეალობა. [...]

ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, ფოკუსი რაზეც უნდა გვქონდეს წელს არის ის, რომ მთავრობა უნდა შევცვალოთ. ყველანაირად ფოკუსი გვქონდეს არჩევნებისკენ. რეაგირება და რეაქცია მაინც არ უნდა შევაჩეროთ. უნდა დავდგეთ ერთად. ახლა ამ რუსული კანონის დაინიცირებაც მაგაზე მიუთითებს, რომ სხვა გზა არ არის, ისევ პოლარიზაციას იწყებენ და ისევ ერთ წრეზე გვაბრუნებენ, რაც ჩემი აზრით არ უნდა გავუტაროთ და ისევ ერთად უნდა დავდგეთ. [...]

სასამართლოსთან დაკავშირებით დინებას მივყვები, მოსამართლეზეა დამოკიდებული საბოლოო ჯამში ყველაფერი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

გასული წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მთავარ არხთან ინტერვიუში.

გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა ხვალ, 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები