ადიგენი

ნონიაშვილი ადიგენზე: რეჟიმი შავრაზმული დაჯგუფებით ლახავს მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას

ივანიშვილის რეჟიმი თავის შავრაზმულ დაჯგუფებებთან ერთად არამარტო ლახავს ჩვენი მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას, არამედ ფუნდამენტურად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. როგროც წესი, ეს ადამიანები, უძალადოები და ქმედუუნაროები არიან იქ, სადაც რეაგირება არის საჭირო, მაგალითად მოძალადე ისლამისტ-ფუმდამენტალისტებთან ხოლმე. მაგრამ, ცინიკურად უსამართლოები არიან კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ, მაგალითად ქართველი მუსლიმების მიმართ, რომლებსაც აქვთ ლოცვის უფლება საკუთარ საკულტო დაწესებულებებსა და ნაგობებებში. ეს ვითარება, რასაც ისინი ქმნიან, ეს ძალადობა და შუღლის გაღვივება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ შინაარსს და იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელი მამები და დედები ქმნიდნენ.

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ეხმაურება ადიგენში აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლის მცდელობას.

კომენტარები