რუსული კანონი

მილერი რუსულ კანონზე: ღრმად ვართ შეშფოთებულები, ეს ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას

ჩვენ ღრმად ვართ შეფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის "უცხოური აგენტების" კანონპროექტს.

ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.

ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან.

ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას.

ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ამერიკის საელჩო საქართველოში.

3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა. 4 აპრილს მამუკა მდინარაძემ "პერსონალური მადლობა" გადაუხადა აშშ-ს ელჩს საქართველოში, რობერტ დანიგანს აშშ-ს მხრიდან "მოზომილი" განცხადებისთვის.

კომენტარები