Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, რუსეთში, მოროზოვსკის სამხედრო ბაზაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის ძალების იერიშისას 6 რუსული ბომბდამშენი განადგურდა.
უკრაინული გამოცემის წყაროების მიხედვით, როსტოვის ოლქში, მოროზოვსკის სამხედრო ბაზაზე Su-34-ის და Su-27-ის ტიპის მოიერიშე ბომბდამშენები იყო განლაგებული, რომელიც უკრაინული მხარის შეტევის შედეგად განადგურდა.
"მინიმუმ ექვსი რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, და კიდევ 8 სერიოზულად დაზიანდა. შეიარაღების გარდა, 20 რუსი სამხედრო პერსონალი მოკვდა ან დაიჭრა" - Ukrainska Pravda-ს წყარო.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის მტკიცებით, 4-5 აპრილის ღამეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოროზოვსკის რაიონში დრონების მასირებული საჰაერო თავდასხმები მოიგერია.