ქართული ოცნება

თალაკვაძე ოდიშარიაზე: თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, მიმაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა საჭიროა

თუ ასეთი მიმართვა მართლა იყო, რაც მედიაში ვნახეთ, მაშინ, მიმაჩნია და მიგვაჩნია, რომ ბოდიშის მოხდა საჭიროა. ამასთან დაკავშირებით, ბატონი ბექა ოდიშარია გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ამ სიტუაციაში მას არ შეეშლება, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე მისი თანაგუნდელის, ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.

"დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი [...] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ.

კომენტარები